იპოვე უკეთესი სამსახური

საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

  • მდებარეობა: თბილისი
  • გამოქვეყნდა 2209 დღის წინ / 3 აპრ. 2018
    ბოლო ვადა გავიდა 2178 დღის წინ / 3 მაისი. 2018

ასოციაცია ანიკა არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაცია, რომელიც 20 წელზე მეტია საქართველოში მუშაობს და მისი მისიაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისათვის თანაბარი შესაძლებლობებისა და პირობების შექმნა, ღირსეული და დამოუკიდებელი ცხოვრების უზრუნველყოფა.

ასოციაცია ანიკა აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია PR-ის ან მოსაზღვრე სფეროში;
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • Adobe Photoshop ან Adobe illustrator ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

საზოგადოებასთან ურთერთობის მენეჯერის უშუალო პასუხისმგებლობაა პროექტების მენეჯერების ზედამხედველობით შემდეგი საქმიანობების განხორციელება:

  • ორგანიზაციის ვებ-გვერდისა და სოციალური მედია გვერდების მართვა; კრეატიული კონტენტის შექმნა;
  • ღონისძიებების მენეჯმენტი; ღონისძიებებზე მოსაწვევ პირთა ბაზის წარმოება;
  • მოსაწვევების მომზადება და დარიგების უზრუნველყოფა;
  • მედიასთან ურთიერთობა;
  • პრეს რელიზების და ანონსების მომზადება ინგლისურ და ქართულ ენებზე;
  • PR აქტივობების დაგეგმვა და შესრულება;
  • სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
  • პროექტის საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება: პრეზენტაციების, ღონისძიებების, საინფორმაციო და პრომო კამპანიების დაგეგმვა, ორგანიზება, განხორციელება;
  • პროექტის ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
  • პროექტის დოკუმენტაციის შედგენაში მონაწილეობის მიღება;
  • სხვადასხვა ბიზნეს და სახელწიფო სექტორის დაინტერესება ორგანიზაციის საქმიანობით;
  • საჭიროებისამებრ სხვა ამოცანების შესრულება;

უნარ-ჩვევები:

  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • კრეატიული აზროვნება;
  • პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული;
  • კარგი პრეზენტაციის უნარი;
  • სხარტი აზროვნების უნარი;
  • სასურველია უცხოელ პარტნიორებთან მუშაობის გამოცდილება;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე, ელექტრონულ მისამართზე: [email protected]

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებებს!

FB- გვერდი - Facebook.com/AssociationAnika/

შეუერთდით 19,360 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: