იპოვე უკეთესი სამსახური

უფროსი აუდიტორი

  • მდებარეობა: თბილისი
  • გამოქვეყნდა 196 დღის წინ / 13 მარ. 2018
    ბოლო ვადა გავიდა 178 დღის წინ / 30 მარ. 2018

აუდიტორული კომპანია არბიტრანს აცხადებს ვაკანსიას უფროსი აუდიტორის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • აუდიტის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით აუდიტის ჩატარება;
  • ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;
  • აუდიტის გეგმით განსაზღვრული დავალებების შესრულება;
  • აუდიტის ჯგუფის უმცროსი წევრებისათვის დავალებების დელეგირება და შესრულებული სამუშაოების ზედამხედველობა;
  • კომპანიის რისკების და კონტროლების შესწავლა და ანალიზი;
  • აუდიტის ჯგუფის წევრებისა და აუდიტის მენეჯერისათვის აუდიტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება;
  • აუდიტის პროექტის ფარგლებში საჭირო აუდიტორული დოკუმენტაციის მომზადება/ანალიზი;
  • აუდიტთან დაკავშირებული სამუშაო დოკუმენტების შექმნა და შენახვა.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ეკონომიკის, ფინანსების/აუდიტის, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
  • აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • მინიმუმ  2 წლიანი მუშაობის გამოცდილება ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მიმართულებით;
  • ქართული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook);
  • ACCA-ის სტუდენტებს მიენიჭებათ უპირატესობა.

პიროვნული თვისებები:

  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სწრაფად ათვისების უნარი;
  • ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათით 2018 წლის 30 მარტამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected] და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ თანამდებობის დასახელება "უფროსი აუდიტორი".

შეუერთდით 4,948 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: