UI Designer

  • Location: Tbilisi
  • Published 2198 days ago / Mar 13, 2018
    Deadline reached 2167 days ago / Apr 12, 2018

The full text of this announcement is in Georgian:

ვაბაკო სწრაფად მზარდი, დინამიური კომპანიაა მეგობრული კოლექტივითა და სასიამოვნო სამუშაო გარემოთი. ჩვენი გუნდი აერთიანებს ტექნიკური, კრეატიული და ბიზნეს უნარების მქონე განსხვავებულ პროფესიონალებს. მზად ვართ მოტივირებულ და შრომისმოყვარე ადამიანებთან თანამშრომლობისათვის.

ვეძებთ UI დიზაინერს, რომელთან ერთად შევქმნით მაღალი კლასის პროგრამულ პროდუქტებს დიდი კორპორაციებისათვის.

ძირითადი მოვალეობები:

  • პროგრამული უზრუნველყოფის წინასწარ მოფიქრებული სტრუქტურისთვის დიზაინის დახატვა;
  • პროგრამული უზრუნველყოფის არსებული გვერდების დიზაინის გაუმჯობესება ვიზუალურად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება გრაფიკულ დიზაინში ან მსგავს სფეროში (განვიხილავთ დამწყები დიზაინერების განაცხადებსაც);
  • Photoshop-ისა და Illustrator-ის კარგი ცოდნა.

პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი - კვირაში ხუთი დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00-მდე;
  • ანაზღაურების დიაპაზონი - 550-1000 ლარი ხელზე;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და პორტფოლიო (წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადები არ განიხილება) ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: UI Designer.

Join our mailing list of 19,311 users — get new announcements via email: