Call Center Operator

  • Location: Kutaisi
  • Published 2209 days ago / Mar 12, 2018
    Deadline reached 2178 days ago / Apr 11, 2018

The full text of this announcement is in Georgian:

მკითხველი უნივერსალი აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

"მკითხველი უნივერსალი" ახორციელებს ცნობილი საერთაშორისო ბრენდის - "Mon Platin"-ის მკვდარი ზღვის მინერალებზე დამზადებული პარფიუმერული პროდუქციისა და კოსმეტიკური საშუალებების სატელეფონო შეთავაზებას. ამასთანავე, უზრუნველყოფს თავის მომხმარებლებს სასურველი პროდუქტის ხელსაყრელ დროსა და ადგილზე მიწოდებას, უფასო საკურიერო მომსახურებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის პროგრამის სტუდენტი ან კურსდამთავრებული (ნებისმიერი მიმართულებით);
სასურველია გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
საოფისე პროგრამების ცოდნა;
სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

ძირითადი მოთხოვნები:

  • პარფიუმერული პროდუქციითა და კოსმეტიკური საშუალებებით პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა;
  • მომხმარებლის კონკრეტული საჭიროებების, ინტერესების დადგენა/დაზუსტება;
  • პროდუქციის სატელეფონო შეთავაზება და გაყიდვა;
  • არსებული მომხმარებლების ინფორმირება ფასდაკლებისა და სხვა აქციების შესახებ;
  • მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა. 

სასურველია კანდიდატს ჰქონდეს შემდეგი ცოდნა/გამოცდილება:

  • სატელეფონო კომუნიკაციის ეტიკეტი;
  • მომხმარებელთან ურთიერთობა;
  • გაყიდვების სტრატეგიების ცოდნა;
  • საქმიანი მოლაპარაკების წარმოება. 

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

  • სწრაფი ათვისების და ადაპტაციის უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი; 
  • პრობლემის გადაჭრის უნარი;
  • გამართული მეტყველება;
  • თავაზიანობა და კეთილგანწყობა;
  • მოქნილობა, დიპლომატიურობა;
  • ენთუზიაზმი;
  • ორგანიზებულობა; 
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • ასაკი: 18-დან 30 წლამდე.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: არასრული 10:00-დან 16:00-მდე; 16:00-დან 22:00-მდე მონაცვლეობით;
  • დამატებითი ინფორმაცია: ანაზღაურება განისაზღვრება ფიქსირებული და ბონუსური სქემით;
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, წერეთლის 4.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ქოლ-ცენტრის ოპერატორი".

ჩვენთან დაკავშირება შესაძლებელია შემდეგ ნომერზე: 0431 252121. 

გისურვებთ წარმატებებს! 

Join our mailing list of 19,323 users — get new announcements via email: