The full text of this announcement is in Georgian:
კომპანია „სერვის ნეტ გრუპი“ აცხადებს ვაკანსიას მეკაბელის პოზიციაზე საკაბელო ქსელის მომსახურების განყოფილებაში.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაოს აღწერილობა:
- ყოველდღიური ტექნიკური სამუშაოების წარმართვის განაწესის გაცნობა/შესრულება;
- საკაბელო უბანზე დაზიანებაში დაფიქსირებული ნომრების აღდგენა ვადებში, მაგისტრალური და გამანაწილებელი კაბელების დაზიანებული მონაკვეთების დაზუსტება და დაზიანებების დროული აღმოფხვრა (ქუროების გადაერთება).
- დაზიანების აღმოფხვრის გადამოწმება ლოკალური ქსელის თრაბელშუთერთან;
- სამუშაოს წარმოებისას ინსტრუმენტების, ხელსაწყოების და მოწყობილობების სწორად გამოყენება და მათი გამართულ მდგომარეობაში შენახვა;
- მიმაგრებულ უბანზე ყველა სახის და ტევადობის კაბელების ტექნიკურად სწორი და ხარისხიანი ექსპლუატაცია;
- ტელეფონის დადგმა/მოხსნის დროს გამანაწილებელ კარადაში კროსირების მავთულის შესაბამისად მონტაჟი/დემონტაჟი;
- მიმაგრებულ უბანზე არსებული სატელეფონო ჭების დალაგება და მოწესრიგება;
- სამუშაო უბანზე პერიოდულად სატელეფონო შახტების მდგომარეობის დათვალიერება, საჭიროების შემთხვევაში კაბელების დალაგება/ მოწესრიგება.
- გამანაწილებელი კარადების დალაგება და შესაბამისი პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება;
- ყოველდღიური განწესით დავალებული სამუშაოების შესრულების ვადებულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/აუცილებელი უნარები:
- სასურველია ტექნიკურ სფეროში განათლება;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე ან/ და სატელეკომუნიკაციო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- ა/მანქანის მართვის მოწმობა/გამოცდილება;
- კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობა;
- ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა/დისციპლინირებულობა;
შერჩევის ეტაპები:
- გასაუბრება;
- ტრენინგი/სტაჟირება.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected] 2018 წლის 31 იანვარის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება.