Administrator

  • Location: Tbilisi
  • Published 2129 days ago / Jun 20, 2018
    Deadline reached 2067 days ago / Aug 20, 2018

The full text of this announcement is in Georgian:

სს ნიკორა ტრეიდი ბაზარზე სუპერმარკეტების მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი. ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის ნიკორას, ნუგეშის, ლიბრესა და სანდეის მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 200-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს, რომელთაგანაც 174 თბილისში, ხოლო 35 საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი.

„ნიკორა ტრეიდის“ მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება,  ხარისხის კონტროლი, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. „ნიკორა ტრეიდის“ თანამშრომელთა რაოდენობა 3000-ს შეადგენს.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს http://nikora.ge/

ნიკორა ტრეიდი აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა;
  • დარბაზში პროდუქციის განლაგების, ვადების კონტროლი და ჩამოწერის წარმოება;
  • პროდუქტებზე ფასების ცვლილებასთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ახალი ფასმაჩვენებლის დაბეჭდვა და შესაბამის პროდუქტთან განთავსება;
  • სავაჭრო დარბაზში აღწერის პროცესში უშუალო ჩართულობა;
  • სავაჭრო დარბაზში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის მონიტორინგი;
  • საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა;

საკვალიფიკაციო  მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია);
  • სავაჭრო ობიექტში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • რუსული ენის ცოდნა (სასურველია).

პროფესიული უნარ-ჩვევები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • შრომისმოყვარეობა.

ჩვენ გთავაზობთ

  • კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ადმინისტრატორი“.

გისურვებთ წარმატებას!

Join our mailing list of 19,354 users — get new announcements via email: