Cashier-Operator

  • Location: Tbilisi
  • Published 2114 days ago / Jul 6, 2018
    Deadline reached 2083 days ago / Aug 5, 2018

The full text of this announcement is in Georgian:

კომპანია ელთიბი აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

კომპანია „ელთიბი“  წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავეჯის მასალების და აქსესუარების  ლიდერ იმპორტიორ კომპანიას. კომპანია “ელთიბი”-ს აქვს საკუთარი მაღაზიები/მომსახურება და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი, კომპანია ორიენტირებულია კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომხმარებელთან ნაღდი ან/და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება.
  • საცალო საქონლისა და მომსახურების რეალიზაციების გატარება.
  • სასქონლო ზედნადების გატარება და ატვირთვა.
  • საქვეანგარიშოდ გაცემული და მიღიბული  თანხების აღრიცხვა და შესაბამისი ორდერების გაკეთება.
  • სამუშაო დღის დახურვა პროგრამულად.

საკვლიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • აუცილებელია მოლარის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასრუველია პროგრამა 1 C მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია რუსული ენის ცოცნა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი,  09:30-დან 18:30 საათამდე.

საკონკურსო პირობები:

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV)  ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]. გთხოვთ, სათაურში (subject)  მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „მოლარე-ოპერატორი“.

კონკურსის ეტაპები:

  1. განაცხადების გადარჩევა;
  2. გასაუბრება.
  3. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ელთიბის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას.

Join our mailing list of 19,355 users — get new announcements via email: