Accountant

  • Location: Tbilisi
  • Published 2194 days ago / Apr 18, 2018
    Deadline reached 2168 days ago / May 13, 2018

The full text of this announcement is in Georgian:

საქართველოს სამშენებლო ბაზარზე მოქმედმა კომპანიებმა 2015 წელს დააფუძნეს ა.ა.ი.პ. ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია, რომლის მიზანია უზრუნველყოს სამშენებლო კომპანიების უფლებებისა და ინტერესების დაცვა, მათი საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობა, სამშენებლო კომპანიების პრესტიჟის მხარდაჭერა და სხვ.

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია ასოციაციის წევრი კომპანიისთვის - კავკასუს როუდ პროჯექტი აცხადებს მთავარი ბუღალტრის ვაკანსიას.

კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი“ საქართველოში ერთ-ერთ უდიდეს კომპანიას წარმოადგენს გზების მშენებლობის სფეროში. იგი 2005 წელს დაარსდა და სულ რამდენიმე წლის მანძილზე დარგის ლიდერად გადაიქცა. კომპანია მაღალკვალიფიციურ და პროფესიონალ კადრებზე დაყრდნობით აგრძელებს ახალი ტექნოლოგიების და მიდგომების დანერგვას.

სამუშაოს აღწერილობა და ფუნქცია-მოვალეობები:

  • სალარო და საბანკო ოპერაციების პროგრამულად წარმოება და კონტროლი;
  • დებიტორული და კრედიტორული ნაშთების კონტროლი;
  • კომპანიის სახელზე არსებული ძირითადი, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა;
  • კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის პროცესის მართვა;
  • პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები,ზედნადებები და სხვა) შენახვა, კონტროლი და დაარქივება;
  • პერიოდული (ყოველთვიური და ყოველწლიური) ფინანსური ანგარიშების მომზადება, ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) შესაბამისად;
  • შემოსავლების სამსახურის ონლაინ პორტალთან მუშაობა;
  • ყოველთვიური და ყოველწლიური დეკლარაციების მომზადება;
  • კოპანიის საგადასახადო რისკების მინიმიზაცია;
  • კოპანიის ხელშეკრულებების საგადასახადო კუთხით განხილვა და ადმინისტრირება;
  • ორგანიზაციის საბუღალტრო ოპერაციების კანონმდებლობასთან და საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობა, სიახლეების დროულად შესწავლა და კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობასთან შესაბამისობაში მოყვანა.

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
  • მთავარ ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება  (უპირატესობა მიენიჭება სამშენებლო სფეროში სამუშაო გამოცდილებას);
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის სრულყოფილად ცოდნა;
  • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • ბუღალტრული პროგრამა "Superfin"-ს სრულყოფილი ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • დროის მართვის უნარი.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი.

განაკვეთი: სრული.

ანაზღაურება: ცოდნის და კვალიფიკაციის მიხედვით.

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: [email protected] დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 13 მაისი, 2017 წელი. გისურვებთ წარმატებებს!

Join our mailing list of 19,360 users — get new announcements via email: