Head of Loan Workout Team

  • Location: Tbilisi
  • Published 2380 days ago / Sep 22, 2017
    Deadline reached 2349 days ago / Oct 22, 2017

The full text of this announcement is in Georgian:

პრობლემური აქტივების მართვის კომპანია ფინანსური ბიურო, რომელიც თანამშრომლობს მსხვილ საფინანსო ორგანიზაციებთან, აცხადებს ვაკანსიას ქ.თბილისში პრობლემური აქტივების მართვის ოფიცრების ჯგუფის უფროსიის თანამდებობაზე.

სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი.

ძირითადი მოვალეობები: 

  • ჯგუფის, რომელიც შედგება 10 ოფიცრისგან, მუშაობის დაგეგმვა, მართვა, ორგანიზება და კოორდინირება;
  • ჯგუფის მიზნებისა და ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა კომპანიის ინტერესების გათვალისწინებით;
  • ჯგუფის მუშაობის წესების შემუშავება და გუნდის მოტივაცია;
  • ჯგუფის მუშაობის ზედამხედველობა და ხარისხის კონტროლი;
  • ჯგუფში კომუნიკაციის უზრუნველყოფა, მიღწეული შედეგების შესახებ პერსონალისათვის ინფორმაციისა და უკუკავშირის მიწოდება; 
  • ახალი პერსონალისათვის სამუშაოს გაცნობა, მათთვის ტრენინგის ჩატარება
  • დებიტორულ კლიენტებთან მოლაპარაკება;
  • ვალის ამოღების შემთხვევების ადმინისტრირება, დაინტერესებულ პირთათვის ინფორმაციის მიწოდება.

სამუშაო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკური ან იურიდიული);
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მსგავსი ტიპის დაწესებულებებში);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • დაინტერესებული კანდიდატისთვის სავალდებულო პირობაა 10 კაციანი ჯგუფის მოყვანა.

პიროვნული და სხვა უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი; 
  • შედეგზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა;
  • დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული კომუნიკაციის უნარი;
  • ლიდერობის, სწორიდელეგირების, სხვების მოტივირების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • დაძაბულ რეჟიმში დასტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • აქტიურობა და სისხარტე;
  • პასუხისმგებლობა;
  • პუნქტუალურობა.

ანაზღაურება: მოჭრილი ხელფასი + ბონუსი.

გთხოვთ,  ელფოსტის სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

დაინტერესების შემთხვევაში CV გადმოაგზავნეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected]

Join our mailing list of 19,323 users — get new announcements via email: