Journalist Contest

  • Location: Tbilisi
  • Published 2243 days ago / Feb 28, 2018
    Deadline reached 2227 days ago / Mar 15, 2018

The full text of this announcement is in Georgian:

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA) და კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო (LAG) იწვევენ ჟურნალისტებს ნამუშევრების წარსადგენად კონკურსში „დევნილთა პრობლემები და გამოწვევები საქართველოში“. დაჯილდოვდება საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევარი დევნილების თემის პრობლემებსა და გამოწვევებზე საზოგადოების ყურადღების გამახვილების კონტექსტში.

კონკურსის მიზანია - დევნილთა თემში არსებული საკითხების მიმართ დაინტერესებული პირების (ე.წ. სტეიკჰოლდერების) ინტერესებისა და ცნობიერების გაზრდა. ასევე, დევნილი მოსახლეობის საზოგადოებრივ პროცესებში ჩართულობის გაზრდის ხელშეწყობა და დევნილთა სოციალ-ეკონომიკური მდგომარების გაუმჯობესების ხელშეწყობა. კონკურსის ინიციატორთა უმთავრესი ამოცანაა ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა თუ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელთა, აგრეთვე, დევნილთა თემებზე მომუშავე ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორის და ზოგადად საზოგადოების ყურადღების გამახვილება დევნილთა პრობლემებსა და გამოწვევებზე.

საკონკურსო ტექსტური ან აუდიო-ვიზუალური ნამუშევარი გამოქვეყნებული უნდა იყოს ქართული მედია საშუალებებში (გაზეთი, ონლაინ გამოცემა, რადიო, ტელევიზია, და ა. შ.) 2017 წ. 1 იანვრიდან 2018 წ. 10 მარტის ჩათვლით ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენაზე.

კონკურსის შედეგი გამოცხადდება 2018 წ. მარტში თბილისში მიმდინარე დევნილთა თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა კონფერენციაზე „დევნილთა პრობლემები და გამოწვევები საქართველოში“. სამ საპრიზო ადგილზე გასული ნამუშევრების ავტორებს გადაეცემათ ფასიანი პრიზები.

საკონკურსო მასალის ბმული უნდა გაიგზავნოს მისამართზე [email protected]  არაუგვიანეს 2018 წ. 15 მარტისა.

კონკურსი ტარდება პროექტის „სამართლიანი საზოგადოებისაკენ” ფარგლებში, რომელსაც საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA) და კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო (LAG) სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდის (CISU) ფინანსური ხელშეწყობითა და ლტოლვილთა დანიის საბჭოსთან (DRC) პარტნიორობით ახორციელებენ. პროექტის მიზანია დევნილი თემის ცოდნის ამაღლება, უნარ-ჩვევების განვითარება და ჩართულობის გაზრდა, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს წარმატებული ადვოკატირების პროცესის ჩატარებას ადგილზე არსებული სხვადასხვა პრობლემების მოსაგვარებლად.

კონკურსის დეტალური პირობების გასაცნობად გთხოვთ მიმართოთ ჩვენს ვებ-გვერდს www.chca.org.ge ან დარეკეთ ნომერზე 577 037 011

Join our mailing list of 19,360 users — get new announcements via email: