Consultant

  • Location: Tbilisi
  • Published 2090 days ago / Jul 9, 2018
    Deadline reached 2059 days ago / Aug 8, 2018
  • Salary: 600—800 GEL

The full text of this announcement is in Georgian:

„ამბოლი“ დაარსდა 2003 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში ავტონაწილებისა და საბურავების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია.  

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.amboli.ge   www.facebook.com/amboli.ge

კომპანია ამბოლი აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარები: 

  • ენერგიულობა  და კომუნიკაბელურობა;
  • უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა, დისციპლინირებულობა;
  • მოსმენა, შეთავაზება და კლიენტის დარწმუნება;
  • აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბება და გადმოცემა;
  • კეთილგანწყობა კლიენტისა და მისი პრობლემის მიმართ;
  • სიახლეების ადვილად ათვისება;
  • ექსტრემალურ სიტუაციებში რაციონალური გადაწყვეტილების მიღება;
  • სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობა;
  • გაწონასწორებულობა.

ძირითადი მოვალეობები:

  • პროდუქტის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად შესწავლა;
  • გაყიდვების განხორციელება;
  • მაღაზიაში პროდუქციის სათანადოდ განლაგება;
  • სატელეფონო და ზეპირი კონსულტაციის გაწევა;
  • მაქსიმალური ძალისხმევა გაყიდვების ზრდის ხელშეწყობისთვის.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე;

3 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება (I თვე - 200 ლარი,  II თვე - 400 ლარი, III თვე - 600 ლარი). სტაჟირების დასრულების შემდეგ (IV თვიდან) ანაზღაურება -  600 ლარი + ბონუსი; 1 წლის სტაჟის შესრულების შემდეგ - 700 ლარი + ბონუსი; 2 წლის სტაჟის შესრულების შემდეგ 800 ლარი + ბონუსი.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 8 აგვისტო 2018წ.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: [email protected]  და წერილის სათაურში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით CV-ს.

Join our mailing list of 19,323 users — get new announcements via email: